კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს geocleaner.ge მომხმარებლის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ  geocleaner.ge-ს მომხმარებელთან თანამშრომლობა. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ geocleaner.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

  1. ვინ ვართ ჩვენ?
    • შპს „ნიქს ტრეიდი“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

საიდენტიფიკაციო ნომერი:  405561422

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი ლ. კავსაძის N3

  1. ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
    • geocleaner.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.
  2. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

    • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);
    • თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
    • მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;
    • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
  1. რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?

ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;
  • თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
  • მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და სერვისების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
  • ახალ პროდუქტების დასატესტად;
  • ხარისხიანი პროდუქტებისა მიწოდებისთვის;
  • თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
  • ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
  • დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;
  • ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების მართვისთვის;
  • ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის;
  • ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;
  • სხვა ლეგიტიმური მიზნებით.
  1. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. geocleaner.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:

პერსონალური მონაცემები:

  • მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით  სარგებლობისას, თქვენი დაკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის  შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენს შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ასევე, საიტზე ავტორიზაციის გავლისა ან/და საგადახდო ოპერაციის განხორციელების მიზნებისთვის, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების  გაწევისთვის. სა
  • ნებაყოფლობითი ინფორმაცია : ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ლაივ ჩატები ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
  • ლოგ – ინ ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია : სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამუელი და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგ. თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ვებგვერდის დომენის სახელი, საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს და ა.შ.).
  • მზა ჩანაწერები ( Cookies) : ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.
  1. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ?

geocleaner.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.

თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ geocleaner.ge-ს მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

  1. პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი ჩვენგან ან ჩვენს მიერ უფლებამოსილი პირებისგან მარკეტინგული შემოთავაზებების მიღებაზე, რისთვისაც უნდა მიჰყვეთ მარკეტინგულ კავშირებში არსებულ მითითებებს: geocleaner.ge-ს ანგარიშის გვერდზე აირჩიოთ “პროფილის რედაქტირება” ან დაუკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს info@geocleaner.ge-ზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ამოეწერებით ჩვენი მარკეტინგული ფოსტის სიიდან, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თქვენთვის ვებგვერდის სერვისებთან დაკავშირებული განახლებების შესახებ ინფორმაციისა და შეტყობინებების გამოგზავნა.

  1. ონლაინ უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.

  1. თქვენ უფლება გაქვთ:
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ გაიხმობთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გამოთხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
  • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
  • თქვენი უფლებების შეზღუდვა:
  1. ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე და მივუთითებთ წინამდებარე პოლიტიკის ცვლილების თარიღს. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.

  1. გამოყენების პირობები

თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

  1. კავშირი ჩვენთან

დაგვიკავშირდით info@geocleaner.ge-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.