რა არის ქლინერი?
ქლინერი მანქანის ფარების თვით წმენდის საშუალებაა. მისი შეფუთვა მოიცავს ერთჯერადი გამოყენების სველ საწმენდებს, რომლითაც შეძლებთ მანქანის წინა და უკანა ფარების პოლირებას, ყოველგვარი ხელსაწყოების გარეშე, სწრაფად, მარტივად და ეფექტურად, რაც მთავარია ფარების დამცავი ფენის დაზიანების გარეშე.
რატომ ქლინერი?
სწრაფი
ქლინერის დახმარებით ფარების პოლირებას სულ 5 წუთი სჭირდება.
მარტივი
არ გჭირდებათ არანაირი დამატებითი ხელსაწყო
ეფექტური
ქლინერი სრულიად აღადგენს ფარის ბრწყინვალებასა და გამჭვირვალობას
უსაფრთხო
სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, ქლინერი ფარის ზედაპირს არ აზიანებს.
სად შევიძინო?
ქლინერის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, ასევე, Facebook-სა და Instagram-ზე.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად
დეტალურად მიჰყევით ინსტრუქციას
- საწმენდი საშუალების გამოყენებამდე, მანქანის ფარები უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
- ფარების დამუშავებამდე მანქანას ახადეთ კაპოტი.
- წმენდის დროს აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება!
- N1 საწმენდებით გაასუფთავეთ ფარების ზედაპირი წრიული მოძრაობით.
- 3 წუთის შემდეგ გამოიყენეთ საწმენდი N2. არ გაშალოთ საწმენდი საშუალება და ფრთხილად გაწმინდეთ ფარი ერთი მიმართულებით.
Play Video
გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
- არ შეეხოთ ფარებს ხელით და არ მოახვედროთ უცხო საგანი.
- რეკომენდირებულია მანქანა არ გაირეცხოს 72 საათის განმავლობაში.
- მანქანის გადაადგილება შესაძლებელია “ქლინერის” გამოყენებიდან 1 საათში.
- ყურადღება! დამუშავების შემდგომ კარგად დაიბანეთ ხელები, პროდუქტი შეიცავს ტოქსიკურ და აალებად ნივთიერებებს.